ლეონარდო და ვინჩი - „მონა ლიზა“, 1503-1519წწ.
ლეონარდო და ვინჩის - „მონა ლიზა“ სრულყოფილებითა და მისტიურობითაა ცნობილი, თუმცა ხელოვნების ამერიკელი სპეციალისტი (შეთავსებით დანტისტი) - იოსებ ე. ბორკოვსკი, მიიჩნევს, რომ და ვინჩის ტილოზე ასახულ ქალს კბილები აკლია.
ბორკოვსკი აცხადებს, რომ მონა ლიზას გამომეტყველება ძალიან ჰგავს იმ ადამიანებისას, რომელთაც წინა კბილები აკლიათ.
მიქელანჯელო ბუანაროტი – “პიეტა
ქანდაკება 1498—1499 წლებში შეიქმნა. მიქელანელო მაშინ მხოლოდ 24-25 წლისა იყო. პიეტა ერთადერთი ნამუშევარია, რომელსაც ხელოვანმა ხელი მოაწერა. ვაზარის გადმოცემით კამათი ჩამოვარდა ქანდაკების ავტორობის შესახებ და მიქელანჯელო იძულებული გახდა ხელი მოეწერა.
"ურწმუნო თომა" - ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი მხატვრისა და რეფორმატორის ევროპული მხატვრობისა XVII საუკუნეში - მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს (1571-1610 წლები) გენიალური ნამუშევარია,რომელიც მხატვარმა შექმნა ბიბლიური სიუჟეტიდან.იგი გახლავთ დახატული,მაშინ როდესაც კარავაჯო მუშაობდა სან-ლუიჯი-დეი-ფრანჩეზის ტაძრის სამლოცველოს მოხატვის დროს 1600-1602 წლებში.კომპოზიცია ასახავს ძველრომაულ რელიეფს,სადაც გამოსახულია უფალი ჩვენი იესო ქრისტე და სამი ფიგურა,რომლებიც უფლის მოწაფეები გახლდათ.კარავაჯომ ფაქტიურად სურათზე მხოლოდ და მხოლოდ,ასახა ბიბლიური სიუჟეტი და მისი უკანა ფონი ყოველგვარი ფორმების გარეშე გამოსახა.სურათმა იმთავითვე უდიდესი მოწონება დაიმსახურა,რასაც მოწმობს გერმანელი მხატვრის - იოაჰიმ ფონ ზანდრატ ის (უფროსი),ბელორის,მალვაზიასა და სკანელის გადმოცემები ტილოს შესახებ."ურწმუნო თამა"-ს ტილო შეიძინა ცნობილმა რომაელმა არისტოკრატმა და ვატიკანის ბანკირმა - ვიჩენცო ჯუსტინიანმა (1564-1637 წლები),თავისი შესანიშნავი ხელოვნების გალერეისთვის.აღსანიშნავია,რომ კარავაჯომ თავად შექმნა აღნიშნული ტილოს ასლი.როგორც ავღნიშნეთ სურათმა უდიდესი,მოწონება და ყურადღება დაიმსახურა და არაერთმა მხატვარმა მისი ასლები შეჰქმნეს XVII საუკუნეში.1816 წელს ჯუსტინიანის კოლექცია გაყიდულ იქნა,საიდანაც კარავაჯოს ტილო "ურწმუნო თომა" შეძენილ იქნა პოსტდამის სასახლისათვის (გერმანია) და დღესდღეობითაც კარავაჯოს შედევრი "ურწმუნო თომა" დაცულია პოსტდამის სან-სუსის სასახლეში.
წმინდა ანტონის ტანჯვა-წამება" - გახლავთ იტალიური "კვატროჩენტოს ეპოქის" (ხელოვნების ეპოქა XV საუკუნისა,რომელიც მოიცავს პერიოდს ადრინდელი იტალიური აღორძინებისა) გენიალური ნამუშევარი,ასევე გენიალური იტალიელი მოქანდაკის,მხატვრისა და არქიტექტორის - მიქელანჯელო ბუანაროტისა (1475-1564 წლები).ტილო ანვითარებს სიუჟეტს დიდი აღორძინების ხანის გერმანელი მხატვრის - მარტინ შონგაუერის (1435-1491 წლები),ძველგოთიკური ეპოქის გრავიურიდან.მხოლოდ 2008 წელს დადგინდა,რომ აღნიშნული ტილოს ავტორი გახლდათ 12 წლის მიქელანჯელო ბუანაროტი.ამიტომ ეს სურათი მიჩნეულია ყველაზე ადრინდელ ნამუშევრად მხატვრისა სხვა სამ-ოთხ ნამუშევართან ერთად,რომლებმაც დღევანდელ დღემდე მოაღწია,მისი შემოქმედებიდან.2008 წლის ივლისში ტილო წარმოდგენილ იქნა გასაყიდად "სოთბის აუქციონზე" (2 მილიონ დოლარად),თუმცა ავტორად მიჩნეული იყო დიდი ფლორენციელი მხატვარი - დომენიკო გირლანდაიო (1449-1494 წლები),რომლის მოსწავლეც თავად გახლდათ მიქელანჯელო.მხოლოდ ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ნიუ-იორკის ხელოვნების მუზეუმის "მეტროპოლიტენ-მუზეუმის" თანამშრომლების მიერ,სურათის წმენდის დროს იქნა აღმოჩენილი ტილოზე მიქელანჯელოს ინიციალები.სულ მალე ტილოთი დაინტერესდა "კიმბელას სამხატვრო მუზეუმი" (ამერიკა,შტატი ტეხასი),რომელმაც შეისყიდა იგი 6 მილიონ დოლარად."მიქელანჯელო ბუანაროტის გენიალური ტილო "წმინდა ანტონის ტანჯვა-წამება" მიჩნეულია,ყველაზე ძვირადღირებულ ტილოდ,რომელიც კი ოდესმე შეუქმნია ბავშვს,რადგან მიქელანჯელო ამ ტილოს შექმნისას მხოლოდ 12 წლის გახლდათ.
ადამის შექმნა” არის მიქელანჯელოს ფრესკა, რომელიც დაალოხებით 1511 წელს იქნა შესრულებული. იგი სიქსტეს კაპელას (სიქსტეს კაპელა მდებარეობს ვატიკანში, მოციქულეობრივ სასახლეში, რომელიც რომის პაპის ოფიციალური რეზიდენციაა) ჭერზე დაწერილი ფრესკებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. ფრესკაზე აღწერილია სიუჟეტი ძველი აღთქმიდან-ღმერთის მიერ პირველი ადამიანის, ადამის შექმნა:
No comments:
Post a Comment